“ახალგაზრდობის სააგენტო”, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და ის გეგმიური აქტივობები განიხილეს, რომლებიც განსახორციელებელია.
საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმა შეიქმნება, ასევე ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადდება.
ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები წარმოადგენს.