კელი დეგნანმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა
გორს ამერიკის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი სტუმრობს. დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენელმა, ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელის რეაბილიტაცია USAID-ის პროექტის “ზრდა” დაფინანსებით გასულ წელს განხორციელდა.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა“ – ს და ეუთოსა როგორც საპროექტო, ასევე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებითვის.” – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ელჩთან შეხვედრისას.
პროექტი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც.
ელჩთან ერთად ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის “ზრდა“ წარმომადგენლები.