ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონში სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცი იპოვეს. ცხედარი, ცოტა ხნის წინ, მდინარის გადაკეტვის შემდეგ ნახეს.

ცნობისთვის, 37 წლის კაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული იყო იმერეთის 10 მეხანძრე-მაშველი და თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მდინარესთან მისი ბოტასები იპოვეს, რის გამოც ძებნა მდინარეში დაიწყო.

გარდაცვლილის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ. მათ მედიასთან საუბარი არ სურთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები