სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობა იწყება
კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობა იწყება. ახალი საწარმოს შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვეს, რომლის ცერემონიალსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – დავით საგანელიძე და USAID საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის მხარდამჭერია ,,სტარტაპ საქართველო” და USAID, რომლის მიზანსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ეკონომიკურ ზრდა წარმოადგენს. საწარმოს მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, წარმოებასთან ერთად კი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა შიდა ქართლის რწმუნებულთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ქვეშის საბავშო ბაღის ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID ZRDA პროექტის, ეუთოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის მესამე ფლიგელს და ერთ-ერთი მოქმედი ფლიგელის დერეფანს.