ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის განხორციელება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

“უშიშროების ყოფილ შენობაში მხატვართა სახლი განთავსდება”,- ამის შესახებ მხატვრებს სახელმწიფო რწმუნებულმა თავად აცნობა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, პრემიერ მინისტრის – გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გადაეცა. შენობა მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მისმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო მისი მოვლა- პატრონობა, რის გამოც შენობა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა.

მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები