ქუთაისში “Covid-19” დადასტურებული 4 პაციენტის პირველმა საკონტროლო ტესტის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ “Covid-19” დადასტურებულ 4 პაციენტს პირველი საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა. ლაბორატორიული კვლევით ოთხივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტის პასუხებიც უარყიფითი იქნება ოთხივე პაციენტი კლინიკას დატოვებს. “დღეს, კლინიკაში მოთავსებულ 4 პაციენტზე ლაბორატორიული კლევით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, თუ განმეორებითი ტესტი კვლავ უარყოფითი იქნა, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ”,- განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ. ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ, ჯამში 46 პაციენტი გამოაჯანმრთელა.
ცნობისთვის, იმერეთში 27 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები