სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ წყლის შეუფერხელბლად მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები წყლის შეფერხებით მიწოდებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამი წლის წინ სოფელში წყალმომარეგების ქსელი მოეწყო, თუმცა გამართულად ვერ მუშაობს.
„ერთი თვეა წყალი შეფერხებით მოგვეწოდება, წყალმომარაგების ქსელი სამი წლის წინ მოეწყო, თუმცა ფაქტია წყალი არ გვაქვს. მთავარობას ვთხოვთ მოძებნონ დამნაშავე და დროულად მოაგვარონ პრობლემა”,- აცხადებს სიმონ თახვაძე.
წყალმომარაგების ხარვეზებს ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი მირზა აფრიდონიძე. მისი თქმით, დაზიანდა ქსელი და მიმდინარეობს შეკეთება.
„აღნიშნული ქსელი 3 სოფელს ამარაგებს, ჭოგნარს, ოდილაურს და კვახჭირს. 1025 ოჯახისთვის არასაკმარია წყლის მარაგი, რის გამოც ხშირად ზიანდება ქსელი. ჩვენ ვმუშაობთ, რათა პრობლემა მალე მოგვარდეს. მეც ამ სოფლის მაცხოვრებელი ვარ და კარგად მესმის მათი. მუშავდება საკითხი, რომ სამივე სოფლის დაერთება ქალაქის მაგისტრალზე მოხდეს და მოწესრიგდეს წყლის პრობლემა “,- აცხადებს მირზა აფრიდონიძე.