წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 897 269 ლარია, შპს ,,პალადა“ ახორციელებს. პროექტის შესაბამისად 3.5 კილომეტრზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტი, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები