მესტიაში, ლებურცხილას მთაზე მეოთხე დღეა ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იდლიანში, ლებურცხილას მთაზე ხანძრის ჩაქრობას 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მეოთხე დღეა ცდილობს. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. როგორც „რეგიონულ კვირას“ სოფელ იდლიანის მკვიდრი გოჩა ჭკადუა უყვება, ვერტმფრენებმა გამთენიისას განაახლეს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები,რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. ხანძრის დროულ ლოკალიზებას, რთული რელიეფი და ძლიერი ქარი აფერხებს, – ამბობენ ადგილობრივები. ცნობისთვის, ტყის ხანძარი 4 ივლისს გვიან ღამით, სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები