ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაური მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სოფ.სხვავასა და სოფ.კაჩაეთში ადგილზე გაეცნენ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 499 992 ლარს შეადგენს და სამუშაოებს”ამბროლაურის სერვის ცენტრი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები