ზუგდიდში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 292 ლაბორატორიულ ნიმუშს შორის, კორონავირუსზე ერთი დადებითია.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ე.წ. ტრაილერის კლასტერს წარმოადგენს.
60 წლამდე მამაკაცი, ამჟამად, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაშია მოთავსებული. იგი შიდა ქართლიდანაა და ზუგდიდში იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე, მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი.