ონის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა
ონის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ონის მერის მოადგილე და საბჭოს სხდომის თავმჯდომარე გიორგი მაქარაშვილი უძღვებოდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აგვისტოს თვის ბოლოს, 2020- 2021 წლების სამოქმედო გეგმის წარმოდგენა და მოწონების შემთხვევაში დამტკიცება დაიგეგმა.
გიორგი მაქარაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.