„ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ დატოვა
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ , თანამოაზრეებთან ერთად, პარტია დატოვა. როგორც „რეგიონულ კვირასთან” ვასილ კობიაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციიდან გუნდის წასვლის მიზეზს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიის დატოვება საკადრო გადაწყვეტილებების გამო მიიღო.
„ საკადრო გადაწყვეტილებებს ჩვენ არ დავეთანხმეთ. გუნდმაც მხარი დამიჭირა და დავტოვეთ პარტია. პოლიტიკურ თემასთან კავშირი არ გვაქვს”,- განაცხადა ვასილ კობიაშვილმა.
ცნობისთვის, ვასილ კობიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩამოყალიბების დღიდან მუშაობდა.