,,ახალგაზრდობის სააგენტომ“ რეგიონული ტურნე ქობულეთიდან დაიწყო
,,ახალგაზრდობის სააგენტომ“ რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს .
,, ახალგაზრდობის სააგენტო“ მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას. ამ მიზნით, სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა . აღნიშნული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულებაა „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ შემუშავება. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებულ დოკუმენტს და სამოქმედო გეგმას. ამ მიმართულებით სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, არაერთი ნაბიჯი გადადგა. უკვე დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები.
„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ შემუშავების ფარგლებში, სააგენტო 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა.