თელავში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 233 აბიტურიენტი გამოცხადდა

თელავში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 233 აბიტურიენტი გამოცხადდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განუცხადა,  პროცესმა შეფერხების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„ აბიტურიენტების დასწრება მაღალია. გამოცდებმა ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა, არცერთი აბიტურიენტის მხრიდან წესის დარღვევას არ ქონია ადგილი. გამოცდაც დროულად დაიწყო. ამასთანავე, არ გვყოლია აბიტურიენტი, რომელსაც ტემპერატურა გამოუვლინდა”, – განაცხადა ნუნუ ასათაშვილმა.

საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები