ჯაბანიძეებში საბავშვო ბაღის მშენებლობა შუახევის მერმა დაათვალიერა

სოფელ ჯაბნიძეებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრ – ჯემალ ივანაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, აშენდა და გადაიხურა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, კეთილომოეწყობა ეზო.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობაზე 27 2856 ლარამდე დაიხარჯება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

,,გავეცანი ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაოებს. შესრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოვთქვი. მშენებარე კომპანიას სამშენებლო თემის დაჩქარებისკენ და სამუშაოების ხარისხიანად შესრულებისკენ მოვუწოდე. შენობა ექსპლუატაციაში ახალ სასწავლო წელს შევა, სადაც სკოლამდელ განათლებას 30 – მდე აღსაზრდელი მიიღებს, დასაქმდება 12 ადგილობრივი“, -განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ცნობისთვის, შუახევში სულ 13 ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები