საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით წამლობა ტარდება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლების ტერიტორიები დამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს და, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეებთან კოორდინებულად იგეგმება.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.
საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანლის, ლაშა შალამბერიძის განცხდებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მონიტორინგი, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების” განთავსება.