ხულოში სეზონურად მოყვავილე 20 ათასამდე ყვავილი დაირგო

ხულოში, მერიის მიმდებარე სკვერში სეზონურად მოყვავილე 20 ათასამდე ყვავილი დაირგო.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 4 სახის სხვადასხვა ყვავილი ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა” დარგო.

გაზანიები, მიხაკები, პეტუნია და ტაგეტესი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი თხოვნის საფუძველზე გამწვანების სამსახურმა ზაფხულის ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ყვავილები სკვერის გამწვანების მიზნით მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები