თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გზის ორ მონაკვეთზე, ჯამში 1054 მეტრის სიგრძეზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

“პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 394 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზამშენი 2005” ასრულებს “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები