პროექტი “უსაფრთხო გარემო – ჯანმრთელი მომავალი” პროექტის ფარგლებში მცხეთაში შეხედრა გაიმართა

მცხეთის ცენტრალურ პარკში მცხეთის მაჟორიტარი-დეპუტტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” პროექტის “უსაფრთხო გარემო – ჯანმრთელი მომავალი” ფარგლებში – კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს წამყვანი ექიმების მხარდაჭერით ექიმებმა და ჟურნალისტებმა შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია”, რომელიც იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავალი”. საინფომაციო კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის წევრი ჟურნალისტები აქტიურად გააშუქებენ ყველა იმ დაავადებას, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შეიძლება განვითარდეს!

ორგანიზაციის წვერები და მხარდამჭერები არიან: ინფექციური საავადმყოფო, ტუბერკულიოზის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაცია, გარემოს ჯანმრთელობის ასოციაცია და სხვა ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და მედიკოსები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები