ფემიციდის მორიგი შემთხვევა – სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

ფემიციდის მორიგი შემთხვევა – სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები