ქუთაისში “ნაცმოძრაობის” შეხვედრის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისში”ენმ” ოფისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წერეთლის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა 5 ავტომობილი, მათ შორის “ენმს” ლიდერების მანქანებიც. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ დაუდასტურა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები