რაჭაში “ნაცმოძრაობის” წევრსა და ერთ-ერთ აქტივისტს შორის დაპირისპირების გამო გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

ამბროლაურში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრსა და სამოქალაქო აქტივისტ ნიკოლოზ ღლონტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირება ონში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით,  აქციის მონაწილეთა უმრავლესობას შეკრებაზე პოლიტიკოსების გამოჩენა და აქციის პოლიტიზირება არ სურდათ.
მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები