რუსთავში 6 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რუსთავის ცხელების ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან 6 პირის საკვლევი მასალის პასუხი მიიღეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცხელების ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, 6 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, ჯამში რუსთავში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.