სუს-ი ადასტურებს, რომ დაკავებული ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
დაკავებულის ნათესავების ინფორმაციით, ტატო ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. მათი თქმით, ოჯახს გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზარქუა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.