მოკლული დავით მუმლაძის საქმეში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე გაიმართა. დავით მუმლაძის, იგივე ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრები სასამართოს გადაწყვეტილებას, ერთერთი ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ უკანონოდ თვლიან. პროტესტის ნიშნად მათ ხაშური-სურამის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
“გიორგი ასათინი არ უნდა გათავისუფლებულიყო, უნდა ყოფილიყო ციხეში. ეს არის უკანონო გამოძიება. ეხლა ყველაფერს ვიტყვით . დამიჩეხეს შვილი და ახლა გაათავისუფლეს? ” – განაცხადა დავით მუმლაძის დედამ.
ცნობისთვის, რუსთავის სასამართლომ მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ასათიანი უდანაშაულოდ ცნო და ის დარბაზიდან გათავისუფლდა, რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულებს – ზურაბ ჯღარკავას – 20 წლით, დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს – 10-10 წლით, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
შეგახსენებთ, რომ სურამში მცხოვრები 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.