ტიტე აროშიძე ხულოსა და შუახევში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ძლიერმა სეტყვამ ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ტიტე აროშიძის თქმით, კომისიის წევრები უახლოესს დღეებში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.

ძლიერმა სეტყვამ დააზარალა მსხალთის თემის სოფელი ჭერი და წაბლიანი, ოლადაურის თემის სოფელი პაპოშვილები, გორი, მაწყვალთა, ჯუმუშაური და კარაპეტი. სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები დააზიანა. სტიქია გუშინ მოხდა.

შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან როგორც თვითმმათველობის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები