აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი 27 წლის მამაკაცია, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთის რესპუბლიკის გავლით შემოვიდა საქართველოში, იგი საკარანტინე სივრციდან ე.წ . ცხელების კლინიკაშია გადაყვანილი. მეორე პაციენტი კი 37 წლის ქალია და იგი ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელია.

ბათუმის “ცხელების კლინიკაში” ამბობენ, რომ დაინფიცირებული მედპერსონალის კონტაქტები მოძიებულია და ამ მხრივ ვირუსის შიდა გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათივე ცნობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “ცხელების კლინიკაში” გასული დღეების განმავლობაში სამი პაციენტი შეიყვანეს. მათი შემთხვევა იმპორტირებულია და სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინე სივრციდან არიან გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები