საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის ახალგაზრდა უკანონოდ დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის ტატო ზარქუა უკანონოდ დააკავეს. ახალგაზრდა სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, დღეს კი ოჯახის წევრებმა გაიგეს რომ ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის იზოლატორში იმყოფება.
,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან,” – აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.
როგორც “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უკანონო დაკავების ფაქტი ცხელი ხაზის საშუალებით ჯერ არ დასტურდება, თუმცა მიმდინარეობს ფაქტის გადამოწმება.