ხობში ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ცემენტო-ბეტონით მოწყობის მეორე ეატაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის წარმომადგენელი საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ედიშერ ფოცხორაია ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 492 ათას ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს. აღნიშნულ სოფლებში გზები წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები