სოფელი მუგარეთი დაისეტყვა- მერია ზარალს დაითვლის

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუგარეთი დღეს, რამდენიმე წუთის წინ დაისეტყვა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ნათესები და ყურძენი.

როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, სოფელს ძლიერი წვიმა დაატყდა თავს.

“ჯერ წვიმა დაიწყო. იმხელა ნიაღვრები მოდიოდა მთელს სოფელში, გარეთ რომ გავსულიყავით წაგვიღებდა წყალი. მერე სეტყვაც წამოვიდა. რამდენიმე წუთი ძლიერად მოდიოდა სეტყვა.დაზარალებულია ნათესები, ყურძენს სულ ჩამოაყრევინა მტევნები. რა უნდა ვქნათ არ ვიცით”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ერთერთი ადგილობრივი.

როგორც მუგარეთის რწმუნებულის მოადგილემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.

“ჯერ ეხლა გადაიღო წვიმამ ეს წუთია. როგორც კი საშუალება მოგვეცემა აღწერას დავიწყებთ”,- ამბობს მერი გოგოლაძე.

ცნობისთვის, უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის მუგარეთს , ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები