ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგას ტერიტორიაზე მოხდა ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მერსედესის ტიპის ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინიატროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.