ზურაბ ნასარაია ამერიკის მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია ამერიკელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მიმართვას გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს.
იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები