რუისში სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გაიმართა – რამდენიმე წუთს გადაკეტილი იყო ავტობანიც

სარწყავი წყლის მოთხოვნით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ ცენტრალური ავტობანი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელს სარწყავი წყალი საკმარისი ოდენობით არ მიეწოდება, რის გამოც მოსავალი უხმებად. აქციის მონაწილეებს ქარელის მუნიციპლიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომელთაც აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარების პირობა მისცეს. აქციის მონაწილეებს სამართავლდამცავებმა ცენტრალური ავტობანის გადაკეტილი მონაკვეთი მალევე გაახსნევინეს.

„სარწყავი წყალი არ გვაქვს . მოსავალი გვიხმება , გვალვიანი წელიწადია და ჩვენსც იმიტომ შევიკრიბეთ დღეს რომ მოგვხედან და სწრაფად მოგვიგვარონ ეს პრობლემა. ყველას უკან ოჯახებია და თუ მოსავალი არ გვექნება , რითი ვარჩინოთ ოჯახები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

„დეტალურად გვაქვს ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ. ამ წუთას ადგილობრივებთან და ასევე თბილისიდან ჩამოსული სამელიორაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს ამ პრობლემის ადგილზე შესწავლა და ვფიქრობ უმოკლეს დროში დადებითად გადაწყდება საკითხი“, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები