ხობის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტოიოტას ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასელია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინიატროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.