მეჯვრისხევის მოსახლეობამ წყლის მოთხოვნით აქცია გამართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილმა , სასმელი წყლის მოთხოვნით , სოფლის ცენტრში აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა და ადგილზე გაეცნო შეკრებილი მოსახლეობის პრობლემასა და მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით, დაწყებულია ჭაბურღილის გასუფთავების სამუშაოები და მეჯვრისხევის მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.
“ამ საუკუნეში ასეთი პრობლემა თუ იქნება სადმე არ ვიცი. გვეძლეოდა წყალი 2 საათით და ისიც შეგვიწყვიტეს უკვე ორი თვეა . ვეზიდებით კილომეტრებიდან. ვისაც მანქანა ჰყავს ის მანქანით ეზიდება , ვისაც არა გყვავს დღეში რამდენჯერმე ურმით , ან ფეხით მოგვაქვს შორი მანძილიდან. სასმელი წყალი არ არის , ეს არის უკიდურესი მდგომარეობა და იძლებულები გავხდით , რომ დღეს გამოვსულიყავით.
გვპირდებიან იქნება , მაგრამ არა გვჯვერავს უკვე . ყოველთვე ვკრიფავთ ფულს – 5 ლარს, მაგრამ წყალი მაინც არ არის. დღეგამოშვებით რომ იყო ისიც არ არის”, – აბობს აქციის მონაწილე ლია ლიჩელი.
„არის ერთი უბანი, რომელსაც ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება. მიმდინარეობს ჭაბურღილის ამორეცხვის პროცესი და მშენებლები გვპირდებიან, რომ სამშაბათს, ან ოთხშაბათს კონკრეტული უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება“, – თქვა აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა