სოფელ ახალქალაქში საპირფარეშოში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ახალშობილი საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის ფეხმძიმე ქალმა მშობიარობის შემდგომ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. როგორც ,,რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა განუცხადა, ქალის ორსულობის შესახებ ოჯახმა და თანასოფლელებმა არაფერი იცოდნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ამ დროისთვის, ქალს და ახალშობილის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზები უტარდებათ.
,,არავინ არაფერი არ ვიცოდით. როგორც გავიგეთ, ჩუმად უმშობიარია სახლში და ცოცხალი ბავშვი ჩაუგდია საპირფარეშოს ორმოში. დაიღუპა ბავშვი. პოლიცია იყო და როგორც გავიგეთ, ეს გოგო გადაყვანილია სამედიცინო ექსპერტიზაზე და ამ ბავშვის ცხედარიც”,- განაცხადა ადგილობრივმა
როგორც ,,რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის გამოძიება სსკ 112-ე მუხლით დაიწყო.