აბაშაში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ აგრობაზარი შენდება

აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან, მალხაზ თორიასთან, დავით ვერავასთან და აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ქოლობანში აგრარული ბაზრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ავტომაგისტრალის მიმდებარედ მიმდინარეობს აგრობაზრის მოწყობის სამუშაოები, პროექტის ღირებულება 119 800 ლარია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონის აშენება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ფერმერებს შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე სოფელ მარანში იმყოფებოდა, სადაც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სოფელ ქოლობნის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია და გზის სიგრძე 4 კილომეტრზე მეტია. აღნიშნული გზა აკავშირებს მარანისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებს, გზის ავარიული მდგომარეობის გამო, მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემა ექმნებოდა. სახელმწიფო რწმუნებული დღესვე სოფელ მარანში ადგილობრივებს შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები