სენაკში, მდინარეში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
სენაკში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და წყალში გადახტომისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.