დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 95 წლის ქალი დაიწვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში, საკუთარ ეზოში მოხუცი დაიწვა. „რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 95 წლის ქალმა ეზოს დასუფთავების მიზნით, საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი წაუკიდა.
როგორც სოფელ მაჩხაანში მერის წარმომადგენელმა „რეგიონულ კვირასთან„ აღნიშნა, ადგილზე მისულ მეზობელს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები