ტიტე აროშიძე: საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარაში სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება წარმატებით დავასრულეთ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და უფასო ხვნის პროგრამით დამუშავებული ნაკვეთები დაათვალიერა, ასევე მარცლოვანი კულტურებით ნათესი ფართობები მოინახულა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფერმერებს ჩაუტარდათ ,,აგარარული ექსტენცია’’ აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ, რომელიც აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ბოლქვაძემ მიაწოდა. ექსტენციის პროგრამის ეფექტურად განხორციელება ხელს შეუწყობს ფერმერების ცოდნის დონის ამაღლებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მეთოდებთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები