ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს
ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, რომელსაც შპს „გლობალ სტანდარტ მშენი” ახორციელებს, რისთვისაც 526 999 ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჯამში 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
“პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.