რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება
რუსთავის ე.წ. ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 პირის საკვლევი მასალიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ე.წ. ცხელების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.