2006 წელს ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ბრალდებული დავით ჭაკუა დააკავეს

სამართალდაცველებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა დააკავეს. მისი ექსტრადირება გერმანიიდან საქართველოში დღეს მოხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ და აცხადენებ, რომ დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ცნობისთვის, ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა. მას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

დავით ჭაკუა ასევე ბრალდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმრების წამების საქმეზე, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოწმეებზე ძალადობა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან.

კერძოდ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები