სოფელ ქესალოში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო პროცესს და მშენებლობის ხარისხს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი” , ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 600’000 ლარად ახორციელებს. პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები