სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 427 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა

ევროკავშირის პროექტის -საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 427 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

აღნიშნულის შესახებ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე უძღვებოდა,

როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – კობა ძიძიგური ესწრებოდნენ.

“სხდომაზე ცნობილი გახდა ევროკავშირის პროექტის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის გრანტის გამარჯვებულები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტი 427 000 ლარის გრანტის გამარჯვებული გახდა.

სხდომაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, აღნიშნული პროექტის ირგვლივ ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, პროექტის შედგენაში მონაწილე პირებს, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს: ალექსანდრე ნაცვლიშვილს,ლაშა ორმოცაძეს, დათო შენგელიას და გოჩა არველაძეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელ-გასართობი სკვერი მოეწყობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები