აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია შემთხვევა იმპორტირებულია. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 343 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.
ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1587 ადამიანი.