ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი 19 კმ-იანი მონაკვეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე პრემიერ-მინსტრთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.
ახალი მონაკვეთის გახსნის შედეგად, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდება ორივე მიმართულებით.
ქუთაისის შემოვლითი გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გზის ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რასაც 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
შემოვლიი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შეამცირებს მგზავრობის დროს.
ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობას 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთზე ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ ასრულებს, ხოლო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ დაასრულა. ქუთაისის შემოვლითი გზის სრულად დასრულების შემდეგ, მანძილი მცირდება 7 კმ-ით, მგზავრობის დროს, იგივე მონაკვეთის გავლას 1 საათის ნაცვლად დასჭირდება 20-25 წუთი.