სამეგრელოში კარანტინის რეჟიმში 101 მოქალაქე რჩება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი გაიზარდა, სადაც ორი ივლისის მონაცემებით, 101 პირი იმყოფება. თვითიზოლაციას კი რეგიონის მასშტაბით 12 მოქალაქე გადის, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, სულ ეპიდზედამხედველობა 2032 პირზე დამყარდა.

რაც შეეხება ანალიზებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 207 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები