თელავში ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს
თელავში ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს. 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 1 256 645 ლარს შეადგენს.
კახეთს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მშენებლობის დასრულების დროდ მიმდინარე წლის შემოდგომა განისაზღვრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში პირველად თანამედროვე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას. კახეთში, ეს პროცესი და უკვე დაწყებულია, შემოდგომაზე თელავის მუნიციპალიტეტს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისთვის მობილურობას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან წარმატებული შენაძენი თელავის მოსახლეობისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით თელავში მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ჯამში 35- 40 ავტობუსზე, პირველ ეტაპზე თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს 25-30 ავტობუსის შემოყვანას, რომელიც უკვე მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება“- აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა , მათ შორის თელავს 10 ავტობუსი გადაეცემა.